суббота, 15 мая 2010 г.

მე და თბილის

„მე და თბილისი“

ექსპოზიციის მოწყობა თემაზე: „მე და თბილისი“თბილისის არქიტექტურისა და ისტორიული ძეგლების გაცნობა, ქართველი მხატვრების შემოქმედებაში ასახული ძველი თბილისის თემა.

პროექტის მიზანი: მოსწავლეები იკვლევენ საკუთარი ქალაქის უძველეს უბანს მის წარსულს ისტორიულ ძეგლებს, შნობა ნაგებობებს. ახდენენ შედარებას განახლებულ უბანთან. მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევის უნარ ჩვევები. ექსპოზიცია მნახველს გააცნობს თბილისის არქიტექტურას, მისი შენობების, მოედნებისა და ქუჩების ისტორიას, ძველი თბილისისთვის დამახასიათებელ ქართულ ჩაცმულობას. ღირსშესანიშნავ მონუმენტურ ძეგლებს, წარმოადგენს თემას : „ძველი თბილისი ქართველ მხატვართა შემოქმედებაში“ მოსწავლეები ექსპოზიციაზე წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს თემაზე: „ძველი თბილისი და ფიროსმანი“. მოსწავლეები ინტერნეტით მოიძიებენ დამატებით მასალას და კომპიუტერული პროგრამების საშუალებით ამზადებენ სლაიდ შოუს მოსწავლეები ადგენენ საექსკურსიო მარშუტს რის საშუალებითაც მოაგროვებენ ფოტო მასალას . დაამზადებენ ფოტოსურათების სტენდს თემაზე:“ თბილისის ახალი არქიტექტურა“. ორგანიზებას უკეთებენ გამოფენის მოწყობას. ამზადებენ მოსაწვევ ბარათებს, მოწვეული სტუმრებისათვის. ექსპოზიციის მოწყობისას გამოიყენებენ აუდიო და ვიდეო მასალას.

მოსალოდნელი შდეგი/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას.მოსწავლეთა მიერ მოძიებულ მონაცემთა ბაზის საშუალებით,შეიქმნება პროექტის ელექტრონული ვერსია.

Комментариев нет:

Отправить комментарий